„ვინ ვარ მე?!“ - იყალთოს საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
17-12-2025

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. 

ახლახან, სკოლის დირექციის მხარდაჭერით, VII-XII კლასებში, განხორციელდა პროექტი - „ვინ ვარ მე?!“

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავდა მოსწავლეების თვითშემეცნებას - საკუთარ თავში ჩაღრმავებას, პიროვნული თვისებების, როლისა და მიზნების გააზრებას. 

დასრულდა აღნიშნული პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპი. მეორე სემესტრიდან განხორციელდება აქტივობები თემებზე - თვითშეფასება, თავდაჯერებულობა, პროფესიული ინტერესები.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203