
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ენის ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
სომხური ენის მასწავლებლმა ლარისა აპოზიანმა პირველ კლასში ჩაატარა ღონისძიება სახელწოდებით - „შეხვედრა ანბანთან“.
ღონისძიება მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. პედაგოგმა პატარები არაერთ საინტერესო, სასწავლო-შემეცნებით თუ სახალისო აქტივობაში ჩართო.
პატარებმა წარმოთქვეს ლექსები და წინაასნბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს. პედაგოგმა კი ისაუბრა ანბანის წარმოშობის შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პირველკლასელთა მშობლები და სკოლის პედაგოგები. პატარებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები საგნის მასწავლებელთან ერთად.
იხილეთ ფოტოები: