
ღირებულებითი განათლება - რომელიც სასკოლო პროგრამაშია გაწერილი, უკვე 50-ზე მეტ სკოლაში დაინერგა. ერთ-ერთია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტი სკოლაში წარმატებით ხორციელდება.
ახლახან, პროექტის ფარგლებში, მატნის N1 საჯარო სკოლას მასწავლებლებსა და მშობლებს მამა გიორგი შეხვდა.
შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა კითხვები დასვეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
„ მოსწავლეებთან აღნიშნული შეხვედრები გაგრძელდება, რაც გავლენას მოახდენს მოსწავლეების სულიერ განვითარებაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: