„განათლება გვაძლევს თავისუფლებას“ - მარტვილის N1 სკოლაში ინტელექტუალური თამაშის შემოდგომა-ზამთრის სესიის მესამე ტური გაიმართა
16-12-2025

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში გრძელდება პროექტი - „განათლება გვაძლევს თავისუფლებას“. 

პროექტს პედაგოგი - რ. ჭედიშვილი ხელმძღვანელობს და მისი დევიზია - „სწავლა ცოდნის თესლია, ცოდნა კი წარმატებისა“. 

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ შემოდგომა-ზამთრის სესიის მესამე ტური გაიმართა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები დიდი ინტერესით ელოდნენ ამ დღეს. 

ამ ტურშიც მონაწილეობდნენ მე-9 და მე-9, მე-10 და მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები. ამჯერად კლასებიდან წარმოდგენილი გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრნენ ქიმიისა და ბიოლოგიის ცოდნაში.

მე-5 კლასელებმა რამდენიმე ცდაც კი წარმოადგინეს. ვიქტორინის პრაქტიკულმა მხარემ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მეოთხე ტური, რომელშიც წარმოდგენილი იქნება საკითხები ხელოვნებასა და სპორტში, დეკემბერის ბოლოს გაიმართება.

პროექტის ხელმძღვანელი მადლობას უხდის დახმარებისთვის სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრს, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს გიორგი ხურცილავას და სკოლის ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგებს დ. ჭილაძესა და ს. ხარებავას.

„ასევე დიდი მადლობა თანადგომისთვის და ვიქტორინის სრულფასოვნად ჩატარებისთვის სკოლის მასწავლებლებს - ნ.ლაგვილავას, მ.ვერულაშვილს, ნ.წულაიას“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203