ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაცია გააუქმდა
04-07-2018
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 28 ივნისის სხდომაზე ა(ა)იპ საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის „საზოგადოება ცოდნას“ და შპს ინტერბიზნესის აკადემიას გააუქმდათ ავტორიზაცია, შესაბამისად, აღნიშნულ დაწესებულებებს გაუუქმდათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი,“ - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ა(ა)იპ - საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის „საზოგადოება ცოდნის“ და შპს ინტერბიზნესის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულ სტუდენტებს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და მათ უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მობილობაში:
1. სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში, სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად;
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს