
„დღე, რომელიც არასოდეს დაავიწყდებათ მე-4 კლასელებს“,- ასე აფასებენ მარტვილის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგ ია ქიქავას ჩატარებულ შთამბეჭდავ გაკვეთილს.
კლასის ხელმძღვანელმა და დაწყებითი კლასის მასწავლებელმა სრულიად ახალ ფირმატში შესთავაზა მოსწავლეებს შემაჯამებელი გაკვეთილი. ეს იყო სამეტაპიანი ვიქტორინა, რომელშიც მასწავლებელს გათვლილი ჰქონდა კითხვები ყველა იმ საგნიდან, რომელსაც მოსწავლეები მეოთხე კლასში სწავლობენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, საოცარი იყო მათი მუშაობის ყურება, იმდენად ემოციური და სახალისო გამოდგა ერთმანეთთან შეჯიბრი.
ტურებს შორის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები. ვიქტორინის დასასრულს მასწავლებელმა თითოეულს გადასცა დიპლომი.
„გმადლობთ ია მასწავლებელო ამ დღის ასე შინაარსიანად წარმართვისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: