
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანთლებლო პროექტებში.
მათ შორის, მოსწავლეები დიდი ინტერესით შეურთდნენ რესპუბლიკურ კონფერენციას - „საქართველო კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო“, რომელიც ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში 14 დეკემბერს გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლების - ინგა ონიანისა და ქეთინო მუკბანიანის ხელმძღვანელობით, კონფერენციაზე წარადგინეს ძალიან საინტერესო და შემეცნებითი თემა.
მათ ასევე შეასრულეს თემასთან დაკავშირებული სიმღერა და ცეკვა, რამაც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა კონფერენციის ხელმძღვანელებზე. მათ დადებითად შეაფასეს ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები: