
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის - მადონა ბენდელიანისა და მოსწავლეების ინიციატივით, გახორციელდა ენერგიითა და ინსპირაციით სავსე საგანმანათლებლო პროექტი - „სამკუთხედებისა და ოთხკუთხედების მხიარული დებატები“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მთავარი მიზანი იყო გეომეტრიული ფიგურების შესახებ მიღებული ცოდნის განმტკიცება, ლოგიკური მსჯელობის, არგუმენტირებისა და დასკვნის გამოტანის უნარების განვითარება. ასევე, გეომეტრიასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას შორის კავშირის დანახვა.
შეხვედრა როლური თამაშის ფორმატში ჩატარდა:
პროექტის დაგეგმვა და განხორციელება მთლიანად მოსწავლეების ხელში იყო - მათ მოიძიეს საჭირო მასალები, მოამზადეს პრეზენტაციები, ხოლო მშობლების მხარდაჭერით შექმნეს თვალისმომჭრელი მაკეტები და რესურსები.
დებატები განსაკუთრებით აქტიური და ემოციური აღმოჩნდა, რაც მონაწილეთა მაღალი ჩართულობით იყო განპირობებული
ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, ადგილობრივი თემის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა პროცესს.
ჟიურიმ, შეფასების რუბრიკის მიხედვით, გამოავლინა გამარჯვებული გუნდი, ხოლო ყველა მონაწილე წამახალისებელი სიგელებით დაჯილდოვდა.
„დღევანდელმა ღინისძიებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სწავლა შეიძლება იყოს შემოქმედებითი, სახალისო და მოტივაციით სავსე პროცესი. ვულოცავთ, ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს ამ წარმატებულ და ინოვაციურ პროექტს!
მადლობას ვუხდით, მადონა მასწავლებელსა და ყველა ბავშვს, ვინც მონაწილეობა მიიღო დღევანდელი დღის დაგეგმვასა და გახორციელებაში!
კვლავ ველოდებით ახალ, საინტერესო და შემეცნებით პროექტს, რომელიც დატვირთული იქნება მრავალი ინოვაციური იდეით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: