
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი შეხვედრა იმართება.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიაში გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს - ზვიად კვინიკაძეს უმასპინძლეს.
სტიმარი მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს შეხვდა და წაიკითხა ლექცია, რომელიც ეხებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
ზვიად კვინიკაძემ მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის შესახებ. მოსწავლეებმა კითხვები დასვეს და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.
იხილეთ ფოტოები: