
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ენის ანბანის სწავლა დიდი სიხარულით დაიწყეს.
მასწავლებელმა - სვეტლანა აროსიანმა მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა, პატარებს საზეიმო გაკვეთილი შესთავაზა და არაერთ საინტერესო, სასწავლო-შემეცნებით თუ სახალისო აქტივობაში ჩართო.
ა - ასო-ბგერის პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები მშობლიური ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ინტერესით გაეცნენ და წინაასნბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს.
პატარებმა პედაგოგი და მშობლები სიამაყით აავსეს.
იხილეთ ფოტოები: