უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უცხოური ენის ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქივობებით დაიწყეს
16-12-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა რუსული ენის გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

ბავშვებმა რუსული ენის ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყეს. მასწავლებელმა - გაიანე ამირხანიანმა მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნა, ანბანის პირველი ასო-ბგერის პრეზენტაცისას არაერთი სასწავლო რესურსი გამოიყენა და ბავშვები როგორც სასწავლო-შემეცნებით, ისე სახალისო აქტივობებში ჩართო.

მოსწავლეები ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ინტერესით გაეცნენ და წინაასნბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203