ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
16-12-2025

მუზეუმში ვიზიტი მოსწავლეებისთვის მაღალი შემეცნებითი ღირებულების მატარებელია, რადგან ის როგორც თეორიული ცოდნის განმტკიცებას, ასევე მოზარდების კულტურული ცნობიერების ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება. ამიტომ ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში გასვლით ღონისძიებას ხშირად მიმართავენ. 

ახლახან, ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მუსიკის პედაგოგ თამილა გიგატაძეს ხელმძღვანელობით, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებს თან ახლდნენ კლასის ხელმძღვანელები - იზა ხარატიშვილი და ხათუნა გორგოძე. მოსწავლეებმა მუზეუმში ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ნივთები, პირადი არქივი, კომპოზიტორის მიერ შექმნილი ოპერების პარტიტურების ორიგინალები, პირველი დადგმების აფიშები, ხელნაწერები, სხვადასხვა დოკუმენტი და ფოტომასალა დაათვალიერეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო დიდი მუსიკოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი მომენტების ირგვლივ ინფორმაციის გაცნობა, მოსწავლეთა წიგნიერების დონის, მუსიკალური უნარ-ჩვევების ამაღლება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203