​„ცოდნის ძალა“ - ხავეთის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ვიქტორინა გაიმართა 
15-12-2025

​ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.

12 დეკემბერს, ხავეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება გონებრივი და ინტელექტუალური თამაში - „ცოდნის ძალა“, რომელიც ვიქტორინის სახით წარიმართა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში ხალისით მონაწილეობენ. ამჯერადაც გულმოდგინება გამოიჩინეს და ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. ბავშვები დიდი მონდომებითა და მაღალი პასუხისმგებლობით მონაწილეობდნენ ვიქტორინაში. 

სკოლის დირექტორმა - ნორაირ აკოპიოანმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს და ღონისძიების წამყვანებს, დამსწრე პედაგოგებსა და მოსწავლეებს.

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203