
29 დეკემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები იწყება, რომელიც ორ კვირას გაგრძელდება; თუმცა სკოლის პერსონალისთვის და ზოგადად საქართველოს მოქალაქეებისთვის კანონმდებლობით ოფიციალური უქმეებია 1-2 იანვარი - ახალი წელი და ბედობა. აქედან გამომდინარე საინტერესოა, უნდა გამოცხადდნენ თუ არა პედაგოგები სკოლებში 30-31 დეკემბერს?
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დეტალების გასარკვევად, etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა; ცხელ ხაზზე განგვიმარტეს, რომ სკოლაში მასწავლებლების მისვლა-არმისვლას დირექცია წყვეტს:
„29 დეკემბრიდან არდადეგები იწყება. 30-31 დეკემბერი ოფიციალური უქმე არ არის, დირექცია წყვეტს საკითხს... თუ დირექტორი გადაწყვეტს, 31 დეკემბერს იმუშაონ მასწავლებლებმა, ისინი სამსახურში უნდა გამოცხადდნენ - სკოლის ხელმძღვანელები მსგავს საკითხებს თავად არეგულირებენ“, - აღნიშნეს სამინისტროში.