უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ
16-12-2025

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა  19 დეკემბრს, გაიმართება. შეხვედრაზე სამი უნივერისტეტის მიერ ავტორიზაციის პროცესში მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილ ანგარიშს განიხილავენ.

დღის წესრიგი: 

 1.   შპს ავიცენა - ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ავტორიზაციის პროცესში მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;           

2.   სსიპ  - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ავტორიზაციის პროცესში მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;           

3.   სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.

„საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში. საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით“, - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203