
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
ახლახან, სამთაწყაროს საჯარო სკოლის IX-X-XI კლასის მოსწავლეები, მასწავლებლებთან ერთად, კოლეჯ „აისის“ სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: სახელოსნოები, ლაბორატორიები, თეორიული სწავლების კლას-კაბინეტები და სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი.
კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა, თამარ გეთიაშვილმა სტუმრებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო. მიაწოდა ინფორმაცია რეგისტრაციის ვადების, ტესტირებისა და ჩარიცხვის პროცედურების შესახებ.
ფოტო - კოლეჯი „აისი“ / College Aisi