
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, ჩატარდა ლიტერატურული ვიქტორინა სახელწოდებით - „ცოდნა სინათლეა“.
ვიქტორინაში ჩართულნი იყვნენ მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები. მონაწილეები გუნდებად დაიყვნენ. თითოეულ ჯგუფს ჰყავდა ლიდერი. შეირჩა ჟიურის წევრები შეფასების რუბრიკის გამოსაყენებლად. პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს შეეძლოთ წაეკითხათ შეკითხვები და უკეთ გაეაზრებინათ, პარალელურად მასწავლებლისგანაც ისმენდნენ დავალების პირობას.
მათ მიერ გაცემულ პასუხებს ჟიურის წევრები აფასებდნენ. შეკითხვები შედგენილი იყო შესწავლილ მასალაზე დაყრდნობით. მოსწავლეებმა გაიხსენეს განვლილი მასალა, მათ შეძლეს მიღებული ცოდნის დემონსტრირება.
ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
სკოლის დირექტორმა ვიქტორინაში გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა და წარმატებები უსურვა.
„მოსწავლეებისათვის ლიტერატურული ვიქტორინა არის უდიდესი მოტივაცია, რომელიც მათ ეხმარებათ ნასწავლი მასალის გახსენებაში, ხელს უწყობს სააზროვნო უნარების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: