ეროვნული გამოცდებისთვის კონდიციონერების შესაძენად 2 მილიონი ლარის ტენდერი გამოცხადდა
04-07-2018

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, 21 საგამოცდო ცენტრისთვის ჰაერის კონდიცირების საშუალებების შესაძენად 2 მილიონი ლარის ტენდერი გამოცხადდა.

ტენდერის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ტენდრის ფორმა გამარტივებული შესყიდვაა.

სატენდერო განაცხადში წერია, რომ 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა საგამოცდო ცენტრების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გათვალისწინებით საგამოცდო ცენტრების ჰაერის კონდიცირების საშუალებებით უზრუნველყოფა.

საგამოცდო ცენტრებისთვის საჭიროა, დაახლოებით, 900 ცალი კონდიციონერი. დაინტერესებულ კომპანიათა განაცხადების მიღება 5 ივლისს სრულდება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას კონდიციონერების დამონტაჟებაც ევალება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203