
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ ოლიმპიადაში. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. მათი მიღწევები დირექციისა და პედაგოგებისთვის საამაყოა.
ამჯერად, სკოლა ოლიმპიადა „Lingostar“-ში გამარჯვებულებს გვაცნობს. IX კლასის მოსწავლე ბარბარე მესხიამ, მე-6 კლასელმა - ელისაბედ კვიციანმა და მე-5 კლასელმა, ბარბარე საჯაიამ ინგლისური ენის ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს და წითელი დიპლომები მოიპოვეს.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ამ ოლიმპიადაში წარმატება და წითელი დიპლომის მოპოვება მოსწავლეთა მაღალი აკადემიური დონის, ინგლისური ენის კარგად ცოდნისა და მიზანმიმართული შრომის ნათელი დასტურია. წარმატებები ჩვენ ყოჩაღ მოსწავლეებს ცოდნის მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: