
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ.
ახლახან, მე-6 კლასელებმა თემაზე - Australia საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს.
მოსწავლეებმა თემაზე ინგლისურენოვანი პლაკატი შექმნეს, სადაც ასახეს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, კულტურა, ბუნება და გამორჩეული ღირსშესანიშნაობები.
აქტივობამ ხელი შეუწყო როგორც ინგლისური ენის პრაქტიკულ გამოყენებას, ისე კვლევითი და პრეზენტაციის უნარების განვითარებას.
იხილეთ ფოტოები: