მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიკო ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
15-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. გაკვეთილები გაჯერებულია საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელ ლიზა ჯეირანიანთან ერთად, ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს. 

მოსწავლეებმა წინასწარ უყურეს ფილმს ფიროსმანზე და ცნობილი ქართველი მხატვრის ცხოვრების შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს

„ასეთი აქტივობებით მუშაობა მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და სახალისოა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203