
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ბუნებისმეტყველების შესწავლისას, თემაზე - გარემოს დაბინძურება იმუშავეს და კომპლექსური ბუნების საინტერესო დავალება შეასრულეს.
„დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან“- ამ მოწოდებით მოსწავლეებმა პლაკატი შექმნეს, ბუნებრივი რესურსების დაცვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და საზოგადოებას გარემოს მოფრთხილებისკენ მოუწოდეს.
აღსანიშნავია, რომ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზინით კი არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება იმართება.
იხილეთ ფოტოები: