
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა შემოქმედებითი აზროვნების მაგალითი წარმოადგინეს - მათ წიგნები შექმნეს.
პატარა ავტორების ნამუშევრებს სახელწოდებებია - „ვეფხვი და ბაჭია“, „ჩიტი და კურდღელი“. მათი ისტორიები, სიკეთესა და მეგობრობაზე გვიყვება. წიგნები მოსწავლეებმა თავადვე გააფორმეს და ილისტრაციები დაურთეს.
სკოლაში მათ სიყვარულით უწოდებენ „მაგიური ისტორიების შემოქმედთ“ - რადგან მათი ტექსტები მკითხველს ზღაპრულ, თბილ და საოცრებებით სავსე სამყაროში ამოგზაურებს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: