
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლა ჩართულია პროექტში - „დემოკრატია იწყება სკოლაში“, რომლის მთავარი მიზანია მოსწავლეთა მონაწილეობისა და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების გაძლიერება.
პროექტის ფარგლებში, სკოლაში განხორციელდა მორიგი საინტერესო აქტივობა - „მშობელი შემოქმედი“.
ბავშვებს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი მზია მარკოიძე ესტუმრა და შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა.
მოსწავლეები აქტივობებში ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს.
სკოლაში პროექტი გრძელდება და ბავშვებს კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდება.
იხილეთ ფოტოები: