„სცენის ახალი გმირები“ - გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო აქტივობები იმართება 
17-12-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში პროექტი -  „დემოკრატია იწყება სკოლაში“ წარმატებით ხორციელდება. 

პროექტის ფარგლებში სკოლაში არაერთი საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი თუ სახალისო აქტივობა იმართება, რომლებიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე აღზრდას ემსახურება. 

პროექტის ფარგლებში ორგანიზებული სკოლის სცენის ახალი გმირები უმცროსკლასელები არიან, რომლებიც პროექტს დიდი ინტერესით შეუერთდნენ. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის - „დემოკრატია იწყება სკოლაში“ მთავარი მიზანია მოსწავლეთა მონაწილეობისა და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების გაძლიერება​.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203