
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს ხალისითა და ინტერესით ასრულებენ.
აღსანიშნავია, მე-2 კლასელთა საინტერესო შემოქმედებითი დავალება, რომლის ფარგლებშიც, შესწავლილი ტექსტის - „ჭიანჭველა და ფუტკარი“ მიხედვით, პატარებმა კომიქსი შექმნეს.
მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი და პრეზენტაციაც სამაგალითოდ ჩაატარეს.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით გამოირჩევა და მიმართულია მათი მრავალმხრივი განვითარებისკენ.
იხილეთ ფოტოები: