
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლა ჩართულია პროექტში - „დემოკრატია იწყება სკოლაში“, რომლის მთავარი მიზანია მოსწავლეთა მონაწილეობისა და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების გაძლიერება.
ახლახან, მოსწავლეებმა პედაგოგ ქეთი გორგაძის ხელმძღვანელობით, პროექტის ფარგლებში, საინტერესო აქტივობაზე იმუშავეს.
აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად მეტად სახალისო აღმოჩნდა, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: