„ფიზიკოსები და ლირიკოსები“ - შთამბეჭადავი პროექტი ეწერის საჯარო სკოლაში  
15-12-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასკოლო ცხოვრების გამდიდრებას ემსახურება. 

11 დეკემბერს, ეწერის საჯარო სკოლაში, ქართული ენა/ლიტერატურის მასწავლებლის - მარიამ ბრეგვაძისა და ფიზიკის პედაგოგის - მეგი გიორგაძის ხელმძღვანელობით, განხორციელდა პროექტი - „ფიზიკოსები და ლირიკოსები“.

პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული ხელოვნების მასწავლებელი მზია კაპანაძე, მონაწილეობდნენ მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები. მათ ისაუბრეს ფიზიკოსების აღმოჩენებზე, რომლებმაც გამოხმაურება ჰპოვეს ლირიკაში.

პროექტის მსვლელობა მოსწავლეებმა ქორეოგრაფიული ნომრებით გააფორმეს, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა. პროექტი კი შეჯამდა სახალისო ვიქტორინით.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ რესურსცენტრის უფროსი და წარმომადგენლები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203