
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა ტრიალებს.
სკოლაში საახალწლო სამზადისია. მე-4 და მე-5 კლასების მოსწავლეებმა ნაძვის ხე უკვე დადგეს და საკლასო ოთახში დეკორაციებიც განათავსეს. ბავშვები სადღესასწაულო ფუსფუსში დიდი სიხარულით ჩაერთნენ და საქმეს შემოქმედებითად მიუდგნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ აქტივობას სთავაზობენ.