დადეშის ახლადრეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში განათლების მინისტრს უმასპინძლეს 
15-12-2025

12 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლის განახლებულ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გაეცნო.

მინისტრთან ერთად დადეშის საჯარო სკოლის შენობა სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანმა, ახალქალაქი-ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების დელეგატმა სამველ მანუკიანმა, ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა, ახალქალაქის რესურსცენტრის უფროსმა თერეზა ჩივჩიანმა, მისმა მოადგილემ მანუჩარ მიქელაძემ და ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანმა დაათვალიერეს.

სკოლის ეზოში სტუმრებს მოსწავლე-მასწავლებლები ტრადიციული, პურითა და მარილით შეხვდნენ.

მინისტრი სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს შეხვდა და მათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-4 კლასის მოსწავლეებმა მინისტრის სტუმრობასთან დაკავშირებით, მოამზადეს მცირე წარმოდგენა.

„ბავშვებმა ქართულ ენაზე ზეპირად წაიკითხეს ლექსები სამშობლოს შესახებ, რითაც გაახარეს სტუმრები. ღონისძიების დროს ერთ-ერთმა მოსწავლემ ინერვიულა და იტირა. მინისტრმა ის დაამშვიდა და პროგრამა გაგრძელდა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203