ერკეთის საჯარო სკოლის ნორჩმა სპორტსმენებმა თემაზე - „სამთო სპორტი“ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს
15-12-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით გამოირჩევიან. 

ახლახან, სკოლის ნორჩმა სპორტსმენებმა მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე - „სამთო სპორტი“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ბარის თხილამურობის განვითარების საშვილიშვილო საქმეში გიორგი ნიკოლაძის ღვაწლზე. საინტერესო იყო ბიათლონის განვითარების შესახებ მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, მათ ვრცლად ისაუბრეს პირველ შეჯიბრებებზე სპორტის ამ სახეობაში ბაკურიანსა და გუდაურში.აღნიშნეს, რომ ბობსლეის პირველი სპორტული ბაზის ჩამოყალიბებაც ბაკურიანს უკავშირდება და დასძინეს, რომ სნოუბორდით დაინტერესებულან 1980-იანი წლების მიწურულს, როცა უცხოელმა ტურისტებმა გუდაურის ფერდობებზე საჩვენებელი დაშვება მოაწყვეს. სლალომში მონაწილეობდნენ სპორტსმენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

სამთო სპორტით დაინტერესების ინიციატორმა, მეათე კლასის მოსწავლე მარიამ ჯალაბაძემ, მოამზადა და საკუთარი ნახატებით გააფორმა კედლის გაზეთიც.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203