
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ.
ახლახან, V კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი თეა გურგენიძე), პედაგოგ მანანა ნაროუშვილის ხელმძღვანელობით, თემაზე - Mes affaires („ჩემი ნივთები“) - ჩატარებული გაკვეთილი პატარა დღესასწაულად აქციეს.
ბავშვები საოცრად აქტიურები, მოტივირებულნი და შემოქმედებითნი იყვნენ. პედაგოგმა მათ არაერთი საინტერესო და სახალისო აქტივობა თუ სასწავლო რესურსი შესთავაზა.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორის მოადგილე ბესარიონ კაკაბაძე და პედაგოგები, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს გაკვეთილს და მოსწავლეებსა და მასწავლებელს სამომავლო წარმატებები უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის ფრანგული ენის პედაგოგი მანანა ნაროუშვილი აკადემიური პალმის ორდენის კავალერის ტიტულის მფლობელი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: