
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
10 დეკემბერს, წნორის N1 საჯარო სკოლის მე-5ა კლასში ჩატარდა პროექტი - „არა მავნე ჩვევებს“, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ინფორმირება მავნე ჩვევების უარყოფითი გავლენის შესახებ.
პროექტის მსვლელობისას მასწავლებელმა სახალისო ელექტრონულ რესურსს მიმართა, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გულახდილად ისაუბრეს საკუთარი მავნე ჩვევების შესახებ და გამოთქვეს სურვილი მოკლე დროში დაძლიონ იგი.
იხილეთ ფოტოები: