
მარნეულში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეებმა იჩხუბეს. ინციდენტის მონაწილე მერვეკლასელი იყო, რომელიც დანით თავსა და კისრის არეში დაჭრეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დაჭრას წინ მოსწავლეებს შორის ჩხუბი უძღოდა.
მოზარდი მარნეულის კლინიკაში მკურნალობს, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ბოლო ინფორმაციით, მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.