
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისია. შენობა სრულად მოირთო და საახალწლოდ მოიკაზმა. დერეფნებსა და საკლასო ოთახებში სადღესასწაულო ფერადი დეკორაციები განთავსდა, რაც გარემოს კიდევ უფრო თბილსა და სასიამოვნოს ხდის.
სკოლის ფოიეში კი მთავარი სიმბოლო - ნაძვის ხე დაიდგა. მოსწავლეების და პედაგოგების ერთობლივი ძალისხმევით იგი ლამაზი სათამაშოებით შეიმოსა.
წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა, რომელშიც სულ უფრო მეტი მოსწავლე და მასწავლებელი მონაწილეობს. ისინი ერთად ქმნიან სკოლაში ზღაპრულ გარემოს და ამაღელვებელ განწყობას.
იხილეთ ფოტოები: