
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის ერთადერთი პირველკლასელისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია.
პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო. პატარა მოსწავლისთვის ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა - საგანგებოდ მორთული გარემო და საკლასო ოთახში შქმნილი მხიარული ატმოსფერო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
საზეიმო გაკვეთილზე პირველკლასელმა შეასრულა შემოქმედებითი აქტივობებიც. დამრიგებელი ლიუბა სარკაიანმა იზრუნა, რომ ეს დღე პატარა ჰაკობ ჰოვანესიანისთვის ზეიმად ექცია და შეუქმნა მხარდამჭრილი და მეგობრული გარემო, სადაც ცოდნის მიღება სიხარულთან ასოცირდება. საზეიმო საწყისმა კი მოსწავლეს დიდი მოტივაცია მისცა, ის პედაგოგს ჰპირდება, რომ ანბანს სამაგალითოდ შეისწავლის.
იხილეთ ფოტოები: