საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ჭადრაკის მოყვარულთა საშემოდგომო ტურნირი​ გაიმართა
15-12-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით გამოირჩევიან. 

ახლახან, სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, გაიმართა ჭადრაკის მოყვარულთა საშემოდგომო ტურნირი.

ღონისძიებაში საბაზო და საშუალო საფეხურის თექვსმეტი მოსწავლე მონაწილეობდა. ტურნირი საინტერესოდ, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მესამე ადგილი მოიპოვა ნიკოლოზ სამხარაძემ, მეორე ნინო ახალმოსულუშვილმა, ხოლო პირველ ადგილზე გავიდა გიორგი კურტანიძე.

ტურნირს ესწრებოდნენ სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ანთაძე და ჭადრაკის წრის პედაგოგი მამა გიორგი ასათიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203