ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში ალპაგუტის მსოფლიო ჩემპიონატიდან გამარჯვებით დაბრუნებულ მოსწავლეს - ბიძინა კლდიაშვილს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს 
12-12-2025

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ამჯერად, სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლის ბიძინა კლდიაშვილის ბრწყინვალე სპორტული წარმატება აღნიშნეს. 

თურქეთის ქალაქ ბურსაში ალპაგუტში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. მსოფლიო არენაზე წარმატებით წარდგა ბიძინა კლდიაშვილი. მან ჩემპიონატეზე ოქროს მედალი მოიპოვა. 

ჩემპიონატიდან გამარჯვებით დაბრუნებულ მოსწავლეს სკოლაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და მსოფლიო ჩემპიონობა დიდი ზარ-ზეიმით, ტორტითა და ფოიერვერკებით მიულოცეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203