
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის მორიგი გასართობ-კულტურული ხასიათის გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
სკოლა- გიმნაზიის მე-3გ კლასის მოსწავლეები დამრიგებლის - ნარგიზ შელიას ხელმძღვანელობით, კინოთეატრში იმყოფებოდნენ, პოპულარული ანიმაციური ფილმი - „სტიჩკეტი და მონსტრების ქარხანა“ ნახეს.
ვიზიტის მიზანი იყო ბავშვებისთვის სასიამოვნო გარემოში შემოქმედებითი აზროვნებისა და ჯგუფური აქტივობის წახალისება. მოსწავლეები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს სიუჟეტს და დასრულების შემდეგ კი ნანახი განიხილეს.
„მოსწავლეები ფილმის შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებდნენ, რაც ხელს უწყობს მათ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: