
თეატრში მოსწავლეთა ვიზიტს მნიშვნელოვანი სასწავლო-აღმზრდელობითი ღირებულება აქვს. ის არა მხოლოდ გასართობი კულტურული ღონისძიებაა, არამედ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო გამოცდილება, რომელიც ბავშვების ინტელექტუალურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას უწყობს ხელს, ამიტომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში გასვლით აქტივობას ხშირად მიმართავენ.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის ინგა ჩადუნელის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებლთა თეატრში, სპექტაკლზე - „ლამბალო და ყაშა“.
მოსწავლეებმა სპექტაკლი დიდი სიამოვნებით ნახეს და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ უკან.
იხილეთ ფოტოები: