
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებისთვის შემეცნებითი და ერთდროულად კულინარიული აქტივობა გაიმართა.
მოსწავლეები სამცხე-ჯავახეთში გავრცელებულ მეურნეობის დარგებსა და ადგილობრივ ტრადიციულ კერძებს გაეცნენ. გაკვეთილის პრაქტიკულ ნაწილში მათ დაამზადეს და შემდეგ დააგემოვნეს სამცხე- ჯავახეთში ფართოდ გავრცელებული კერძი - თათარბერაქი.
აქტივობამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, უკეთ გაცნობოდნენ ამ კუთხის კულინარიულ მემკვიდრეობას და სამცხე-ჯავახეთის კულტურულ თავისებურებებს.
იხილეთ ფოტოები: