ქვემო ალვანის საჯარო სკოლის კალათბურთელ გოგონათა გუნდის წარმატება სასკოლო ოლიმპიადაში
12-12-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ნოემბერში, სოფელ მატანში, ჩატარდა სასკოლო ოლიმპიადა 3×3 -ზე კალათბურთში, 2010-2011-2012 წელს დაბადებულ გოგონათა შორის. სადაც, ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აიღეს პირველი ადგილი და გადავიდნენ შემდეგ საფეხურზე. მოსწავლეები რეგიონალურ ტურში იასპარეზებენ. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ შემდეგ ტურშიც გამარჯვებას უსურვებენ. 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს რეგიონალურ შეჯიბრებაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203