თბილისის N28 სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
12-12-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლაში გაიმართა სპორტული ღონისძიება - „მხიარული სტარტები“. დაწყებითი კლასების მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში, ერთმანეთს სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ და ბევრი იხალისეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, „️მხიარული სტარტები“ დაეხმარა ბავშვებს განევითარებინათ გუნდური მუშაობის უნარები. ყველამ მიიღო სასიამოვნო გამოცდილება.

სპორტულ-გასართობ ღონისძიებას პედაგოგი გრიგოლ სოფრომაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203