
თბილისის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში წახალისებული და მხარდაჭერილია, შესაბამისად, მოზარდებიც აქტიურობით გამოირჩევიან.
ახალხან, სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სასკოლო ლიგის ეგიდით გაიმართულ საფეხბურთო მატჩში.
თბილისის N28 საჯარო სკოლის გუნდი თბილისის N18 საჯარო სკოლის გუნდს შეხვდა. ღონისძიება შედგა სპორტული და მეგობრული ატმოსფეროში.
თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაქსიმალური ენერგიითა და მონდომებით ჩაერთნენ თამაშში, დასაწყისიდანვე აჩვენეს გუნდური მუშაობა, ტექნიკა და სპორტული სულისკვეთება.
სკოლის გუნდი ღირსეულად გამოვიდა მოედანზე და ბოლომდე იბრძოდნენ საუკეთესო შედეგის მისაღწევად. მატჩმა ბავშვებს მისცა მნიშვნელოვანი გამოცდილება, ახალი ემოციები და წახალისება, რომ მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ სპორტულ ცხოვრებაში.
მოსწავლეთა პედაგოგი გრიგოლ სოფრომაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტო: