
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, არაერთი ღონისძიება იმართება. მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ აქტივობებში წახალისებული და მხარდაჭრილია.
ახალხან, სკოლაში გაიმართა სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ მე-7 კლასებს შორის. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი ხათუნა გელაშვილი-ბაღდოშვილი, რომლის ორგანიზებითაც დღემ ძალიან მხიარულ და სანახაობრივ გარემოში ჩაიარა.
მოსწავლეები სხვადასხვა ესტაფეტასა და გუნდურ თამაშებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. შეჯიბრი დასრულდა ფრედ, რაც მიუთითებს, რომ ორივე გუნდმა გამოავლინა თანაბარი ძალისხმევა, სპორტული სული და ერთმანეთის მხარდაჭერა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტულ აქტივობებში ჩართულობას. ხშირად ტარდება სხვადასხვა ტიპის სპორტული შეჯიბრებები, რაც ხელს უწყობს:
„ასეთი დღეები არა მხოლოდ ასწავლის ბავშვებს თანადგომასა და სამართლიან კონკურენციას, არამედ აერთიანებს კლასებს და ზრდის მოტივაციას.
ვულოცავთ, ორივე მე-7 კლასს წარმატებით მონაწილეობას! მადლობა მასწავლებელს - საინტერესო, სპორტული და შთამბეჭდავი დღის მოწყობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: