„სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის მოსწავლის კეთილდღეობა“- მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა
11-12-2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორ სვეტლანა სუხორუკოვასთვის სასკოლო გარემო ბავშვის ფორმირებისა და მისი პოტენციალის გამოვლენა-განვითარების საფუძველს ქმნის. ამიტომ სკოლაში უსაფრთხო, მხარდამჭერ და მამოტივირებელ საგანმანათლებლო სივრცეს უზრუნველყოფს. 

დირექტორისთვის ყველაზე ფასეული მოსწავლის კეთილდღეობა და განვითარებაა, მოსწავლის წინსვლა და წარმატება კი - მისთვის ყველაზე დიდი მოტივაციის წყარო.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- უსაფრთხო, მხარდამჭერი და მასტიმულირებელი გარემო, სადაც მოსწავლე თავს იგრძნობს დაფასებულად, მოტივირებულად. ექნება შესაძლებლობა საკუთარი უნარების სრულად გამოსავლენად.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, რომ...

- თუ სკოლაში არის პოზიტიური გარემო და პედაგოგები და მშობლები ერთობლივად მუშაობენ ბავშვის კეთილდღეობისათვის.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- თანამშრომლობა, მხარდაჭერა და ურთიერთპატივისცემა ზრდის სამუშაოს ხარისხს, ამარტივებს სირთულეებთან გამკლავებას და ქმნის პოზიტიურ ერთიან გარემოს.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- მოსწავლის კეთილდღეობა, მისი განვითარება და ის პოზიტიური გარემო, სადაც
თითოეული მოსწავლე თავს უსაფრთხოდ, დაფასებულად და მოტივირებულად გრძნობს.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ, რომ...

- ჩემი მუშაობა შედეგს იძლევა, მოსწავლე ვითარდება და მეტი ენერგია და სურვილი მიჩნდება უფრო შევუწყო ხელი.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- ემოციების კონტროლს, ობიექტურ გადაწყვეტილებას, ყველა მხარის მოსმენას და ისეთ ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც თანაბრად პატივს სცემს თითოეული ადამიანის უფლებებსა და ღირსებას.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც... 

-  ამ კითხვაზე განვმეორდები: ყოველთვის იქნება პოზიტიური გარემო და პედაგოგები და მშობლები ერთობლივად იმუშავებენ ბავშვის კეთილდღეობისათვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203