
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პროექტული სწავლების ფარგლებში სოფელ რცხმელურში საწარმოს ესტუმრნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო საწარმოს მუშაობის სპეციფიკის, სამუშაო გარემოს და ქალი მეწარმის გაცნობა.
სოფელში განახლებულ კაფე-ბარ „დოლა-ლუ-ტოს“ დაემატა პურის საცხობი, სადაც ინოვაციურ თონეში ცხვება შოთი და ლავაში, პური, ბაგეტი, ფუნთუშა, პიცა, ცეხვილი ფქვილით ნატურალურ საფუარზე დამზადებული პური. მოსწავლეებმა დაათვალიერეს თანამედროვე საცხობი მოწყობილობები, ნახეს პურის ცხობის პროცესი ინოვაციურ თონეში. მოსწავლეები ესაუბრნენ ახალგაზრდა ქალ მეწარმეს - ლუიზა ტვილდიანს, რომელმაც თავისი გატაცება ბიზნესად აქცია.
სკოლაში მადლობას უხდიან ლუიზა ტვილდიას მასპინძლობისა და საინტერესო გამოცდილების გაზიარებისთვის.
„წარმატებები ქალბატონ ლუიზას თავის საქმიანობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: