
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით.
ახლახან, სკოლაში ისტორიის მასწავლებლის - ნათია მარგიანის ორგანიზებით, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია - „სვანური ტრადიციების შესახებ“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ რევაზ მარგიანის სახელობის მუჟალის საჯარო სკოლისა და მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
კონფერენციაზე მოსწავლეებმა სვანური ტრადიციების შესახებ მომზადებული სხვადასხვა შინაარსის საინტერესო ნაშრომები და სვანური ხალხური სიმღერები წარადგინეს.
კონფერეცნია მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: