
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის წარმატებით მუშაობს კლუბი - „ბიომედი“.
ახლახან, კლუბში საინტერესო სტუმარს უმასპინძლეს.
პედაგოგ სოფიკო კვერნაძის ინიციატივით, კლუბ „ბიომედში“ სტუმრად იყო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ბიოუსაფრთხოების ოფიცერს, მოლეკულური ბიოლოგიისა და სეროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ნათია სულაბერიძე.
ნათია სულაბერიძემ მოსწავლეებს აუხსნა, რა არის C ჰეპატიტი, B ჰეპატიტი და აივ/შიდსი, როგორ გადაეცემა ეს ინფექციები და როგორ უნდა დავიცვათ თავი ინფექციური დაავადებებისგან.
შეხვედრა ძალიან საინტერესოდ და ინფორმატიულ გარემოში ჩატარდა. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და უშუალოდ სპეციალისტისგან მიეღოთ სანდო და სწორი ინფორმაცია.
სკოლაში მადლობას უხდიან ნათია სულაბერიძეს სტუმრობისთვის.
„განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ნათიას საინტერესო და ფასეული შეხვედრისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: