
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. უცხოური ენის პედაგოგი დალი თავართქილაძე მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავს და სხვადასხვა სასწავლო მეთოდს სთავაზობს.
ახლახან, პედაგოგის ხელმძღვანელობით, ინგლისურ ენაზე სპექტაკლი - „წითელქუდა“ დაიდგა.
მოსწავლეები სპექტაკლში აქტიურად ჩაერთნენ, როლები ოსტატურად მოირგეს, ცოდნა და უნარები წარმოაჩინეს და ზღაპრული სპექტაკლი გაითამაშეს.
აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: